პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს

პარიზში, ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გახსნა და განაცხადა, რომ ლიდერები „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებზე შეთანხმების და ბოლო კვირების განმავლობაში შესრულებული ყველა სამუშაოს დასასრულებლად“ შეიკრიბნენ.
ემანუელ მაკრონთან ერთად, ელისეის სასახლეში შეხვედრას ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა.
ამასთან, შეხვედრას ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან სხვა ლიდერებიც.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მოსალოდნელია, რომ ევროპელი ლიდერები, შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით გაესაუბრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება