თუ არ გავაუქმებთ კანონებს, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთების აკრძალვაზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, გამჭვირვალობაზე შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა

თუ არ გავაუქმებთ კანონებს, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთების აკრძალვაზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, გამჭვირვალობაზე შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა
ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვეუბნებით – დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაჯდომას და ლაპარაკს – ბუნებრივია, არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა და ამიტომ არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა.
„გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება – თუ არის ქალი – კაცად ან თუ არის კაცი – ქალად. ეს არის ჩემი დაპირება. ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება, მაგალითად სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, ასევე თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას, თუ უსარგებლო კანონია. ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს Deep State-ის და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“. „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ „გამჭვირვალობის კანონს“, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, ეს არის გამჭვირვალობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა