„წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 111.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა“ – ეროვნული ბანკი

ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები არ განახორციელა, თუმცა სებ-მა ბაზარს ვალუტა BMatch პლატფორმით მიაწოდა.
„საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 97.1 მლნ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებში ეროვნულ ბანკს მონაწილეობა არ მიუღია.
BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა ნოემბრის განმავლობაში 14.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 111.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა“, – ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.