7 იანვარი თუ 25 დეკემბერი – შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი კვლავ პოლიტიკური დისკუსიის საგანია

შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი კვლავ პოლიტიკური დისკუსიის საგანია – 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი?!
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ 7 იანვარი არის რუსული გავლენა და რეალურად, მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკითხი მორიგი მანიპულაციაა და ამით მათი ოპონენტები ცდილობენ სპეკულაციას, რათა “ქართულ ოცნებას” რომელიმე ქვეყნის მიმართულებით სვლა დააბრალონ.
“არ მაქვს განცდა, რომ რუსეთთან ასოცირების სიმბოლო შეიძლება იყოს რომელიმე დოგმატური საკითხი, რომელიც საეკლესიო საკითხი გახლავთ. მიზანი არის ის, რომ არგუმენტები მონახონ, წინასწარ გამოცხადებული, არარსებული ფაქტს ტირაჟირებისთვის, რომ ხელისუფლებას დააბრალონ რომელიმე მიმართულებით სვლა, რომელსაც თვითონ აცხადებენ, მათი პიარული სტრატეგიის გათვალისწინებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი