ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის გამო, ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა

პორტუგალიაში დღევანდელი დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც გუშინ ლისაბონის ფუნიკულიორ „გლორიას“ ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა მათი ვინაობა და ეროვნება არ დააკონკრეტა.
ტრაგედიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
პორტუგალიის პროკურატურამ მომხდარის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს