მედია: “გავასამართლებთ და პირდაპირ ეთერში გადავცემთ” – ივანიშვილის გუნდის მუქარა ენმ-ს (ვიდეო)

“ქართულ ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე, მალე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადება. “ოცნებას” გეგმა დალაგებული აქვს, პარტიების აკრძალვის პროცესები პირდაპირ ეთერში უნდა აჩვენოს.

წულუკიანის კომისიის ანგარიში არამხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არამედ, “ლელო – ძლიერი საქართველოს”, გახარიას პარტიას და კვალიცია “ცვლილებისთვის” ეხბეა. ამიტომაც ჩნდება მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ამ პარტიების გაუქმებასაც მოითხოვს.

ის, რაც პირველად ხდება საქართველოში უკვე გამოცდილია რუსეთსა და ბელორუსში, სადაც პუტინის და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ციხეშიც გამოკეტეს და ოპოზიციური პარტიებიც არაერთხელ აკრძალეს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების უკან საქართველოს უდიდესი მოსახლეობა დგას და ამ ხალხს ვერც აკრძალავენ და ვერც აზრს შეუცვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში