სალომე სამადაშვილი – ბრიუსელში დაცინვის თემაა გზავნილი, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, თავის მასხრად აგდებაა ტყუილების კორიანტელი – ყველას კარგად ესმის, რა ხდება ქვეყანაში

ბრიუსელში დასცინიან გზავნილს, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.
ს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დაბლოკვის შანსი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილებას ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება.
„დღის წესრიგში ისევ დგას უვიზო რეჟიმის შეჩერება ჩვენს ქვეყანასთან იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების დაბლოკვის შანსი ორბანს არ აქვს, რადგან ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ არის საჭირო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ დასცინიან იმ გზავნილს, რომელიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით. დაცინვის თემაა ბრიუსელში, რადგან თავის მასხრად აგდებაა ხელისუფლების მხრიდან ეს ტყუილების კორიანტელი. ყველას ძალიან კარგად ესმის, ქვეყანაში რა ხდება. მოთხოვნები არ არის შესრულებული უვიზო რეჟიმის შეჩერება რომ თავიდან ავიცილოთ და როგორც ჩანს საკმაოდ მყარი აზრია ჩამოყალიბებული, თუმცა ჩვენ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ რაღაც დროს მოგვცემენ, რომ ხალხი არ დაისაჯოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი გადაცემაში „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ „მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო“.
სამადაშვილის თქმით, როგორ იმოქმედებს მომავალში რომელიმე პარტია ამაზე „ლელო“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„გადაწყვეტილებებს რას იღებს გახარიას პარტია ეს მათი საქმეა, ისინი დამოუკიდებელი მოთამაშე არიან. ჩვენი პოზიცია იყო ყოველთვის და თავიდანვე, როდესაც დებატები იყო მანდატებთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნება ყველამ ჩახსნას სიები. ჩვენ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა სიების ჩახსნა, ამიტომ ჩავხსენით სიები და გაუქმდა მანდატები. როგორ იმოქმედებს მომავალში სხვა პარტია, ამაზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.