“ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
“სალომე სამადაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პოლიტიკაზე, საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში.
კონფერენცია, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა გახსნა განიხილავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და პრიორიტეტებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია