გლდანის მე-7 მიკრორაიონის N10 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე განახლდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან, დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე, სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 350 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა