წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა

წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა
„გვჯერა, მამუკა მდინარაძის პრინციპულობიდან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი, სხვაგვარად სახელმწიფო არ შენდება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დამტკიცების ფაქტს ეხმაურება.
ექსპერტის თქმითვე, საქართველოს ახლა ყველაზე მეტად ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა სჭირდება.
„სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელმძღვანელობა დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთი გამოწვევა ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ ჰქონია. თითქმის ყველა გლობალურ პროცესს შეხება აქვს ჩვენს ქვეყანასთან. გლობალური პოლიტიკური მაფია რვაფეხასავით არის შემოხვეული საქართველოზე და სურს მისი გაგუდვა. და თუკი დღემდე გადავრჩით, მხოლოდ ხელისუფლების გამძლეობის და გონიერების წყალობით ქართულ მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად.
ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია , რომელსაც ბრძოლის წინა ხაზზე ბევრად მეტი უზნეობის ატანა მოუწია, ვიდრე სხვას, ეს უდაოდ დასაფასებელია. დასაფასებელია ისიც, რომ ქვეყნის შიგნით ასეთი ძლიერი რყევების ფონზე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და სერიოზული წარმატების მოპოვება ქვეყნის მტრებთან.
დღეს საქართველოს წინაშე შიდა გამოწვევებიც ბევრია უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა. გვჯერა, მამუკა მდინარაძის პრინციპულობიდან გამომდინარე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი, სხვაგვარად სახელმწიფო არ შენდება.
წარმატებებს ვუსურვებთ დღემდე წარმატებულ ლიდერს! საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცოდნაზე და მაღალ პროფესიონალიზმზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრო-დასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტი-აღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც “პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით