სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს მიიღო.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლემ სინდისის პატიმრების საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი სსკ-ის 226-ე მუხლით გაასამართლა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რაც არღვევს საზოგადოებრვ წესრიგს.
სინდისის კიდევ 8 პატიმარი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გუშინ, 2 სექტემბერს გაასამართლა. ამ საქმეშიც მოსამართლემ ბრალდებას კვალიფიკაცია შეცვალა.