პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დადგენილების პროექტი სესიაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა და ამით კომისიის დასკვნა მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად იქცა.
XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხელმძღვანელობდა.
კომისიის საბოლოო დასკვნა დეპუტატებს თეა წულუკიანმა საშემოდგომო სესიის პირველ დღეს, 2 სექტემბერს გააცნო. დოკუმენტი დაახლოებით 500-მდე გვერდს მოიცავს.
დადგენილება იხილეთ სრულად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში