იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა და 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.