გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი

გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი
ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ, გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე, სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკაც გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ, ჩემი აზრით, არ უნდა ავყვეთ, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ადამიანები უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან საქართველოს საწინააღმდეგოდ და ისინი ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულნი, მათი გაშიფვრა საზოგადოების მიერ მაინც მოხდება. „სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებზე და მონაჭორებზე არ უნდა ვაკეთოთ და თუკი ეს აგენტი იქნება, თუ სხვა ადამიანი არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან, თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუკი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებინა, თან მითუმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში – სამწუხაროდ, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“