დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს, ისტორიაში პირველად, პროექტი მთელს არეალს მოიცავს.
სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ მოინახულეს.
პროექტის დასრულების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარით ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს
