სუს-ის უფროსის თანამდებობაზე აირჩიეს

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ახალ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხდა და ახალ პოსტზე ისეთივე წარმატება უსურვა „როგორი წარმატებული უმრავლესობის ლიდერიც იყო“.
„მოყვარემაც და რაც მთავარია მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ სახელმწიფო უსაფროების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ტემპები, რაც რეგიონალურ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობებში გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს.
სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად