საქართველოდან აშშ-ში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა – ის არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში და სხვა მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.
ექსტრადირებული პირი, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის -ში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.
2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!

განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ვიხილეთ ძალადობის, კონსტიტუციური წესრიგის მიზანმიმართული დარღვევის მცდელობა, რისთვისაც მრავალ აქტივისტს მოუწია პასუხისგება