ავღანეთში ახალი ძლიერი მოხდა – დაღუპულთა რიცხვმა უკვე 1400-ს გადააჭარბა

ავღანეთში 5.5 მაგნიტუდის ახალი მოხდა, რომლის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა უკვე 1411-ს აღწევს, დაშავებულია 3124 ადამიანი, დანგრეულია 5400-ზე მეტი სახლი.
ბიძგები დაფიქსირდა 10 კილომეტრის სიღრმეზე, იმავე რეგიონში, სადაც ორიოდე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი შეიწირა.
ახალმა მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მაშველებმა სამუშაოების გაგრძელება ქვისცვენის გამო დროებით შეწყვიტეს, თუმცა ადგილობრივები კვლავ ცდილობენ ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას.
ეს იყო ავღანეთში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც მთიან სოფლებში სახლები მთლიანად გაანადგურა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად