“მედ გიდი” ბრუნდება, რათა ისევ დადგეს თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე | ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, მ გრიპის ვირუსების აფეთქებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებისთვის “მედ გიდის” უფასო ონლაინ კონსულტაციის დაბრუნებაზე ისაუბრა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევას. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია და სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას.
სოფო ჯაფარიძის თქმით, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ თვლის, რომ აქტიურად ჩაერთონ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გაუწიონ.
“მედ გიდის” ექიმების გუნდთან ერთად, საქართველოში წამყვანი ექიმები მოქალაქეებს გაუწევენ უფასო ონლაინ კონსულტაციებს.