ტრამპმა ჩინეთი, და ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად, დაადანაშაულა შეთქმულების დაგეგმვაში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი, და ჩრდილოეთ კორეა ფაქტობრივად, დაადანაშაულა შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში.
3 სექტემბერს, პეკინში სამხედრო აღლუმის დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა და დაინტერესდა, ახსენებდა თუ არა ჩინეთის მეთაური სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა გაიღო ჩინეთის თავისუფლების დასაცავად. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელები ახსოვთ და პატივს მიაგებენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს შესანიშნავი დღესასწაული უსურვა და სი ძინპინს მიმართა, გულთბილი სურვილები გადასცეს ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ.
დღეს, 3 სექტემბერს პეკინში გაიმართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.
აღლუმს 25-მდე ქვეყნის მეთაურები დაესწრნენ. ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად