კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს – ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის დასახმარებლად, ეს ჩვენი ძმური მოვალეობაა

თუ ფხენიანს როგორმე შეუძლია რუსეთის დახმარება, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, ეს ძმური მოვალეობაა, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თუ არის რამე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია რუსეთის დასახმარებლად, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამას ძმურ მოვალეობად ჩავთვლით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის დასახმარებლად“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა პუტინთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა პეკინში მიმდინარეობს, სადაც ისინი მანამდე იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად