ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, 4 სექტემბერს კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საფრანგეთის პრეზიდენტი ხვალ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩავა.
ასევე, მისი თქმით, 4 სექტემბერს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა უკრაინის ინიციატივით იმართება.
„შეხვედრის მიზანია იმ სიგნალის გაგზავნა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად არიან და შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, გენშტაბების უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების მიერ გატარებული ტექნიკური სამუშაოები დაასრულეს. დღეს ამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს