ალექსანდრე ლუკაშენკო – ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის

ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩინეთში, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენთან შეხვედრით მოხარული ვარ, რათა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. თქვენ გესმით, რომ ჩვენთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის. ამიტომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს „ძალიან მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“ აკავშირებთ.
„თქვენ თქვით, რომ ბელარუსისთვის რუსეთს ვერავინ შეცვლის. მე მინდა ვთქვა, რომ სთვის ბელარუსს ვერავინ შეცვლის“, – უპასუხა პუტინმა ლუკაშენკოს.