თბილისში, რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს გზის გადაკეტვის მცდელობისას.
ამჯერად შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ყოფილი „მაგთი ქლაბის“ მიმდებარედ მოხდა.
მოქალაქის, სავარაუდოდ, დაკავების შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ჯოხაძემ მოქალაქეებს განუცხადა: „რუსთაველზე მიბრძანდით პარლამენტის წინ და გადაკეტეთ“.
რადიო თავისუფლება ცდილობს მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას.
ჯოხაძემ რადიო თავისუფლებას პირდაპირ ეთერში დაუდასტურა, რომ დემონსტრანტებს პარლამენტის წინ აძლევენ გზის გადაკეტვის უფლებას.
„თქვენი ნებართვა ამისთვის არ გვჭირდება“ – უპასუხეს ჯოხაძეს დემონსტანტებმა.
ადგილზე იმყოფება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.
მანამდე მცირე ხნით ადრე პოლიციამ მრავალი მოქალაქე დააკავა პროტესტისას – გზის გადაკეტვის მცდელობისას.
ოფიციალური ცნობებით, 16 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით – თუმცა დემონსტრანტები 19 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ.
ასევე, პარტია „დროას“ ცნობით, 19 ადამიანია დაკავებული. მათი სია ასეთია:
1. შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თათია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი [თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად “ქართული ოცნების” სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია]
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსკა მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სთხოვს, “დაიწყნარონ ნერვები” და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს.




