იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად მიხეილ ჯინჯოლიას კანდიდატურა წარადგინა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ჯინჯოლიას არჩევაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება პარლამენტში დღეს შევიდა.
ჯინჯოლიას კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, თუმცა მანამდე მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.