„მონებო, „წაეთრიეთ რუსეთში“, – ამ შეძახილების ფონზე უწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება.
აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.
თავდაპირველად ისინი აქციას პარლამენტის შენობის უკან მართავდნენ, რის შემდეგაც პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოდან გამოსული დეპუტატების მისამართით ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „ქვეყნის მოღალატეებო“.
მათ გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა.




