აზერბაიჯანში საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლობა მუშაობას აჩერებს

2025 წლის 3 სექტემბრიდან აზერბაიჯანში საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლობა ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქმიანობას შეწყვეტს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისო წითელ ჯვარს ორგანიზაციის წარმომადგენლობის დახურვის შესახებ ჯერ კიდევ მარტში აცნობა.
როგორც წითელი ჯვარი აცხადებს, ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, რათა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ დაცულ პირებს დახმარება გაუწიოს, მანდატის და აზერბაიჯანის მიერ ჟენევის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
„ჩვენ ვგეგმავთ დიალოგის გაგრძელებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჰუმანიტარულ დიპლომატიასთან,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია ეხმარებოდა კონფლიქტთან დაკავშირებული უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედის გარკვევაში, ასევე თვალყურს ადევნებდა მათი პატიმრობის პირობებს, ეხმარებოდა მათ ოჯახებთან კავშირის შენარჩუნებაში.
„ამჟამად ჩვენ დიალოგს ვაწარმოებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ჩვენი მომავალი საქმიანობის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ დაცული პირების ინტერესების გათვალისწინებით”.
აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო წითელი ჯვრის საქმიანობის შეჩერება „დიდ პრობლემებს შეუქმნის სომეხ ტყვეებს,“ – ციტირებს გამოცემა “კავკაზსკი უზელი” ადვოკატ სირანუშ სააკიანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ბატონმა კალაძემ თქვა, რომ ბიზნესის 99% არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და შემომწირველი. ანუ ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით ზეთში, კარაქში, პურში და სხვადასხვა პროდუქტში, ირიბად მიდის “ქართული ოცნების” შავ თუ თეთრ ყულაბაში