სალომე ზურაბიშვილი – სად არის სახალხო დამცველი? – იგი დუმს და უმოქმედოა

სად არის სახალხო დამცველი, როცა პოლიტპატიმრების სასამართლოების დროს ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებზე უხეშ, დამამცირებელ მოპყრობასა და ძალადობას, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი დუმს და უმოქმედოა – მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს! იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველი საზოგადოების უფლების შეზღუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი, დუმს და უმოქმედოა.
„იგი დუმს და უმოქმედოა მანდატურების ამ მიუღებელ და აღმაშფოთებელ საქციელთან დაკავშირებით;
იგი დუმს და უმოქმედოა, საზოგადოების უფლების შეზღვუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი;
იგი დუმს და უმოქმედოა, მაშინ როცა ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას, აიღოს მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობა და მსგავსი ფაქტების მიმართ ჰქონდეს შესაბამისი და მყისიერი რეაგირება;
იგი დუმს და უმოქმედოა, რითიც ამართლებს ძალადობრივ გარემოს და იმ უსამართლობის გარდა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას;
მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს!
იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები“, -წერს .