,,წულუკიანმა ისეთი დასკვნა დადო ცხრა წელზე, ცხრაჯერ გადავამოწმე ჩემი პასპორტი” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება:
,,წულუკიანმა ისეთი დასკვნა დადო ცხრა წელზე, ცხრაჯერ გადავამოწმე ჩემი პასპორტი, 2004-2012 წლებში რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ხომ არ მქონდა, ხომ აქ ვცხოვრობდი-მეთქი…
მოდი, ასე ვიტყვი, ქალბატონო თეა:
თუ კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილი უკანონობებიდან 9 მაინც გამეორებულა “ოცნების” დროს,
თუკი “ოცნების” ხელისუფლების დროს 9 ბავშვი, კაცი ან ქალი გარდაცვლილა ხელისუფლების დაუდევრობის და უსულგულობის გამო,
ან იმდროინდელი ხელისუფლების წევრებიდან თუ დღეს 9 მაინც ჰყავს “ოცნებას” გუნდში,
ან იმდროინდელი და ახლანდელი მოსამართლეებიდან 9-ს მაინც თუ გამოუტანია განაჩენი თქვენი გუნდის დავალებით,
ან მაგ კომისიის დასკვნაში თუ 9 ლეგენდა, მამალი ტყუილი მაინც წერია (მაგალითად, პატიმრებს რომ განგებ აავადებდნენ და საკანში ჯანმრთელებს განგებ სვამდნენ ჰეპატიტიანებთან),
მაშინ მაგ კომისიის ყველა წევრს, დასკვნის დამწერს, ხელმომწერსა და გამპრავებელს ცხრაჯერ დაუარა ზურგიდან ბიძინას მამალმა ზებრამ!”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს