ნინო წილოსანი: ეს დოკუმენტი არის ისტორიული მნიშვნელობის და მე იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი მომავალი თაობები ისწავლიან საქართველოს უახლეს ისტორიას

“ეს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შექმნა არის ისტორიული მნიშვნელობის და მე იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი მომავალი თაობები ისწავლიან საქართველოს უახლეს ისტორიას და ისწავლიან როგორი ხელისუფალი არ შეიძლება ჰყავდეს ამ ქვეყანას.
ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ჯალათების დაჯგუფებამ ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაოხრებლის სახელი დაიმკვიდრა და ეს ამ დასკვნაში კარგად არის აღწერილი და ნაჩვენები – მათ შორის, ყველა ის მოსმენა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადადგა დიდი ფსიქოლოგიური ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი გაესაჯაროვებინა და კიდევ ერთხელ გაეხსნა ის იარები ამ პროცესის შემადგენელია”. – თქვა ნინო წილოსანმა წულუკიანის კომისიის ანგარიშზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო