კოალიცია „ცვლილებისთვის“ – ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები – არც ერთი პოლიტპატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც ე.წ. სასამართლომ დაადგინა

არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. რომლებიც ვერ გატეხეს.
„დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს. არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.
სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც. ბრძოლა გამარჯვებამდე!“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე – განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ