ბიძინა ივანიშვილმაც, პროკურორებმაც, მოსამართლეებმაც, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ბიჭები ტყუილად, არაფრის გამო ჰყავს ახლა ტყვეობაში გამოკეტილი, – ასე აფასებს ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე სინდისის 8 პატიმრის ციხეში გაშვებას. მისი თქმით, ამ ბიჭების ტყვეობაში ყოფნა დანაშაულია და ამის გამო ბევრი ადამიანი აგებს პასუხს.
ბიძინა ივანიშვილმაც, პროკურორებმაც, მოსამართლეებმაც, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ბიჭები ტყუილად, არაფრის გამო ჰყავს ახლა ტყვეობაში გამოკეტილი. ყოველი დღე მათი ტყვეობაში უკანონოდ გატარებული არის უმძიმესი დანაშაული და ამის გამო ბევრი ადამიანი აგებს პასუხს პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და ა.შ. მთავარი ამბავი, რაც ამ ბიჭებმა აკეთეს, არის ის, რომ იცავდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და მომავალს. ამის გამო იხდიან სასჯელს, – ამბობს გიორგი კირთაძე.
პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც “პირველების” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.