პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა, ვფიქრობ, ტრამპს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზე აქვს – სკოტ ბესენტი (ვიდეო)

პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა. ვფიქრობ, ტრამპს ს სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზე აქვს, – ამის შესახებ -ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრისა და სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით დაბომბვის კამპანია გააძლიერა“, – აღნიშნა ბესენტმა.
ბესენტის თქმით, ტრამპს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის „ყველა ვარიანტი მაგიდაზე აქვს“.
„ვფიქრობ, ამ კვირაში მათ ძალიან ყურადღებით შევისწავლით“, – აღნიშნა ბესენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე – განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ