ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში ჩავიდა პოტენციურად რთული შეხვედრებისთვის ქვეყნის ლიდერებთან და ოფიციალურ პირებთან. სამი თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე მოგზაურობაა ახლო აღმოსავლეთში.
ის ისრაელში ჩადის საუდის არაბეთიდან, სადაც მოლაპარაკებები გამართა პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან. ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის ბოლო ტურნეს მიზანია კონსენსუსის მიღწვა ღაზის სექტორის მომავლის შესახებ.
მისი თქმით, ძირითადი არაბული სახელმწიფოები და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ ღაზის რეკონსტრუქციისა და მმართველობის დაგეგმვა “ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საუდის არაბეთი, იორდანია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი “შევთანხმდით ერთად ვიმუშაოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ძალისხმევას ღაზის სტაბილიზაციასა და აღდგენაში, პალესტინელებისთვის პოლიტიკური გზის დასახვაში და მთლიანობაში ვიმუშაოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”.
მან დასძინა, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნების ლიდერები დაინტერესებულნი არიან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით, მაგრამ ეს კონფლიქტის დასრულებას მოითხოვს.