მედია – სუდანში მეწყერს 1000 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ სუდანში, მარას მთებში მეწყერმა სულ მცირე 1000 ადამიანი იმსხვერპლა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მეამბოხე დაჯგუფება „სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა/არმია“ იუწყება.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც სოფელ ტარასინის დიდი ნაწილი „მიწასთან გასწორდა“ და მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
მოძრაობამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაეროს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაპუაშვილი: სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველ მუხლებში განსხვავებული აქცენტებია, საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი სიტყვებია -თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, ეს არის პოლიტიკური მანიფესტიც