ფიცომ განაცხადა, რომ ამ კვირაში ზელენსკის შეხვდება

ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც ში ომის დაწყების შემდეგაც ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა, ამ კვირაში გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრას. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ თავად ფიცომ განაცხადა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე 1 სექტემბერს, ღამით გამოქვეყნებულ ვიდეოში.
რობერტ ფიცოს თანახმად, ს 5 სექტემბერს შეხვდება ს აღმოსავლეთში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს სლოვაკეთში ზელენსკის ვიზიტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
მანამდე, 2 და 4 სექტემბერს რობერტ ფიცო პეკინში შეხვდება ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ჩინეთის მეთაურ სი ძინპინს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში მიწვეულია „მეორე მსოფლიო ომში მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე, რომელიც 3 სექტემბერსაა დაგეგმილი. აღლუმს პუტინიც დაესწრება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც ს ხშირად აკრიტიკებს, ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც 9 მაისს მოსკოვში დაესწრო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.
ბოლო ხანს სლოვაკეთმა და უნგრეთმა, რომლებმაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უარი არ თქვეს რუსულ საწვავზე, არაერთხელ განაცხადეს, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის ჯარების შეტევის შედეგად რუსეთიდან საწვავს ვეღარ იღებდნენ და ევროკომისიას ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.
ფორუმი