მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში, ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
„ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა“, – წერს მანანა მენაბდის დისშვილი, მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში.
მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ