მოსამართლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, ს ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება.
სწორედ ამ დღეს მოისმენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავა.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.