შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. Bm.ge-ს ცნობით, შესაბამისი განაცხადი ფოსტის დამფუძნებელმა — კომპანიამ შესაბამისი ცვლილება დღეს დაარეგისტრირა. განაცხადის თანახმად, ამ პოსტს გიორგი ერაძე დაიკავებს.

“გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე.

შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.

შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

დამტკიცდეს შპს საქართველოს ფოსტის (ს/კ 203836233) სადამფუძნებლო შეთანხმება ახალი რედაქციით”, — ნათქვამია კომპანიის მიერ ბიზნეს რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება