ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე – ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება

ირაკლი არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე – ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება
არასამთავრობოების წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე და ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ენჯეოების“ წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის უცნობია, სადამდე მივა გამოძიება.„მესამე სექტორი“ რას ნიშნავს – ვერავინ ახსნის ამას, ეს არის სრული ფარსი, ან „სამოქალაქო საზოგადოება“ რას ნიშნავს – ამასაც ვერავინ ახსნის.
თუ „სამოქალაქო საზოგადოება“ არის „ენჯეოები“, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი, სულ ყველა ვართ არასამოქალაქო საზოგადოება, პროფესორი, რომელიც ასწავლის უნივერსიტეტში, არის არასამოქალაქო საზოგადოება, საოცრებაა. ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითისგან“ თავს მოხვეული უბედურება, არავითარი „სამოქალაქო საზოგადოება“, არავითარი „მესამე სექტორი“ „ენჯეოები“ არ არიან. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე, სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, ყველაფერს გადაწყვეტს გამოძიება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილემ ამაყად გამოგვძახა – კიბო გაქვს, მაინც მოკვდებიო. ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო და მათაც, ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო

გუშინ ვიხილეთ “ნაცი ორკების” თავყრილობა, ეს არის ზუსტად ის სახე, რაც “ნაცობას”, როგორც იდეოლოგიას აქვს – “ნაცობა” არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა დაიცალო ადამიანური ღირებულებებისგან