ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მამუკა მდინარაძის ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისობრივად გაძლიერდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მდინარაძე პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით წარდგება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, მათ შორის, ზუსტად იმ პროფილით, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძე წარდგება პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისობრივად გაძლიერდება”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა