ბორის პისტორიუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე – ამ დროისთვის ამის საჯაროდ განხილვა, ვფიქრობ, სრულიად არასწორია

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განცხადებების წინასწარ გაკეთება არასწორია.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომამდე ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა უსაფრთხოების გარანტიები, ფუნდამენტურად არასწორია. გარდა იმისა, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება ან კომპეტენცია ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით, თავს შევიკავებდი ასეთი მოსაზრებების დადასტურებისგან ან კომენტარისგან“, – განაცხადა პისტორიუსმა.
„დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის ამის საჯაროდ განხილვა, ვფიქრობ, სრულიად არასწორია“, – დასძინა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამ კომენტარით პისტორიუსი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა „საგზაო რუკაზე“, რომელიც უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განლაგების გეგმებსაც მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე