აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ცოლმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მეჰრიბან ალიევამ, სოციალურ ქსელებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლთან, ანა ჰაკობიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ქვეყნის ლიდერების ცოლები ასევე ესწრებიან ჩინეთში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს.
როგორც ფოტოების აღწერაში წერს მეჰრიბან ალიევა, შეხვედრაში მონაწილე “სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მეუღლეებთან ერთად ჰაიხეს მდინარეზე ნავის გასეირნებაში მონაწილეობდნენ”.
