ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტეს

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამბობს, რომ მოძრაობა ორშაბათს 21:00 საათიდან აიკრძალა.
მიზეზად ძლიერი თოვა დასახელდა, რის გამოც გზაზე ზვავსაშიშროებაა და უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელია.
დე ფაქტო უწყება არ აკონკრეტებს, როდის მოხდება გზის გახსნა.