რა წერილს აქვეყნებს ?

პატიმრობაში მყოფი წერილს აქვეყნებს:
,,ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:
4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.
ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო – ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?
შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე.
ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.
დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.
მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – რუსთაველის გამზირს და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის.
4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!
გიორგი ვაშაძე
01.09.2025”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”