უმსხვილესი მოდის სახლები გაყიდვების შენელებისა და მოგების დანაკარგების შესახებ იტყობინებიან

კომპანია Chanel-ში მოდის სამყაროსთვის რთულ წელს ელოდებიან. ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთი მიმართულების პრეზიდენტმა ბრუნო პავლოვსკიმ განაცხადა. მის სიტყვებს Financial Times-ი ციტირებს.
არასახარბიელო პროგნოზები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს კეთდებოდა LVMH (Louis Vuitton Moët Hennessy) კვარტალური შემოსავალი მოსალოდნელზე 1 მილიარდით ნაკლები აღმოჩნდა. კორპორაციის ხელმძღვანელმა ჟან-ჟაკ გიიონიმ საკმაოდ ბუნდოვანი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებლები შეესაბამება საშუალო ისტორიულ დონეს. განმარტებებმა კომპანიას ვერ უშველა და აქციები მომენტალურად დაეცა თითქმის 10%-ით. გაყიდვების შემცირების შესახებ განაცხადეს Burberry-შიც.
ექსპერტების მოსაზრებით ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ადამიანები უფრო ფრთხილები გახდნენ შესყიდვებთან დაკავშირებით. მათ აღარ რცხვენიათ წინა წლის კოლექციების ტარება. ამასთან წინ წამოიწია საშუალო ბრენდების პოპულარობამ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი მოდის სახლის მუშაობის ზოგიერთი ტექნიკა უკვე მოძველებულია და უახლოეს მომავალში მოდის სამყარო ელოდება განვითარების სტრატეგიის ცვლილება.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ადრეა მოდის ლუქს-კომპანიების დასამარხად. ამ კომპანიების სიცოცხლის უნარიანობის ერთ-ერთი მიზეზი არის მათი ძლიერი კავშირი მომხმარებლებთან. ისინი მუდმივად რჩებიან ბრენდის ერთგულები. ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო კოლექციები ინარჩუნებენ საინვესტიციო მიმზიდველობას