ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი „კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომები ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, – ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ფაშინიანმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი