– ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია – ველით, რომ არავინ აიტანს ომის გაჭიანურებას, ველით მტკიცე პოზიციას -სგან, ევროპისგან, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ რუსეთს ორი კვირა მისცა რეალური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოსახატავად.
„ორი კვირის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რუსები მზად უნდა იყვნენ რეალური მოლაპარაკებებისთვის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. , უდავოდ, ამისთვის მზადაა. მაგრამ ერთადერთი, რასაც აკეთებს, არის ომის გაგრძელება. მათგან ყველა სიგნალი ამაზე მიანიშნებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერი , რომელიც ოთხი დღით ჩინეთში იმყოფება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, „ისევ თავს დაიძვრენს – ეს მისი ნომერ პირველი სპორტია“.
„მსოფლიოში ყველა ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი იყო, ყველა ამტკიცებდა, რომ ომი უნდა დასრულებულიყო. ეს იყო ყველას პოზიცია – ჩინეთის, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე სხვა ლიდერებთან, რომლებიც ახლა სამიტზე არიან – თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მსოფლიოს თითქმის ყველა დანარჩენი ქვეყანაც მხარს უჭერს ომის დასრულებას. ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია. ველით, რომ არავინ აიტანს ომის გაჭიანურებას, ველით მტკიცე პოზიციას აშშ-სგან, ევროპისგან, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია