,, უნდა იცოდეს თუ არა ამომრჩევლმა, რომელ რეზიდენციაში ათევს ღამეს ბიძინა ივანიშვილი” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი :
,,ერთდღიან დღისწესრიგს ვერ გასცდა ოპოზიცია თუ მედიაოპოზიცია. დღეს მედიაში მთავარი განხილვის საგანი იყო, პირდაპირი წესით სჯობია პრეზიდენტის არჩევა თუ პარლამენტისა და საკრებულოების მიერ. ერთი რამ დაავიწყდათ ოღონდ რომ ეთქვათ-ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. ასეთი რამ არც ოპოზიციას “ემუქრება” და არც მმართელ პარტიას, არა მხოლოდ მომავალ არჩევნებში, არამედ, ვეჭვობ, კიდევ ერთი ან მეტი ათეული წლის განმავლობაში.
ხვალისთვის გთავაზობთ განხილვის ერთ საკითხს-უნდა იცოდეს თუ არა ამომრჩევლმა, რომელ რეზიდენციაში ათევს ღამეს : შეკვეთილში, ჭორვილაში, შუშის სასახლეში, ბაკურიანში თუ აბასთუმანში. უნდა ჩაიწეროს თუ არა ასეთი მოთხოვნა კანონში, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ საჯარო უნდა იყოს. ევროკავშირის 9 ვალდებულებაც ხომ მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს?:))”

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში