‘უნდა გამკაცრდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში მან რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე და სანქციებისთვის გვერდის ავლის აღმოფხვრაზე ისაუბრა.
“ეს უკრაინის საგარეო პოლიტიკაში დატვირთული თვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის დრონების თაობაზე. ასევე, უნდა გამკაცრდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორივეს – სანქციებისთვის ნებისმიერი გვერდის ავლის სქემის აღმოფხვრას და სანქციების გამკაცრებას. რუსეთზე სანქციების ზეწოლის არქიტექტურა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა რეალური გადაწყვეტილებების მიახლოება უკრაინის ინტერესებში რუსული აქტივების გამოყენების, ასევე მათი შემდგომი კონფისკაციის შესახებ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ტერორისტმა უნდა გადაიხადოს თავისი ტერორით მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი და რუსეთი გადაიხდის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
This will be a busy month in Ukraine’s foreign policy. I am confident that many steps will be taken to strengthen our country, our air defense, and our cooperation with partners on drones.
Sanctions against Russia must also be strengthened. Both existing ones—it is critical to… pic.twitter.com/peeoDAaPpC— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 8, 2024